For centuries art has been the finest way of self-expression. Whether an individual is in harmony or in conflict with circumstances around them, they still strive to express and transfer their feelings to others. The ways of expression have always varied. Especially because humanity relentlessly keeps looking for and finds new ways for art creation.
საუკუნეების განმავლობაში ხელოვნება ადამიანებისთვის თვითგამოხატვის უალტერნატივო საშუალებაა. მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტული ინდივიდი ჰარმონიაშია თუ წინააღმდეგობაში მის ირგვლივ არსებულ გარემოებებთან, იგი გამუდმებით ესწრაფვის ასახოს და სხვებს გადასცეს ის, რასაც შინაგანად განიცდის. გადმოცემის ხერხები მუდამ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. მითუმეტეს, რომ დროთაგანმავლობაში ადამიანები გამუდმებით ეძებენ და პოულობენ ახალ ხერხებს, რითაც შემქნიან თავიანთ ხელოვნებას.
Contemporary art is an excellent example of how many new means of depiction have artists accumulated over the years. And all these new ways of expression are renewed variations of old. Street art is exactly one of those reincarnated art forms and holds an irreplaceable spot in contemporary art. It has a long and controversial history and because of its nature it has always been surrounded by the discussion whether it should be considered as an art form or just another manifestation of vandalism.
თანამედროვე ხელოვნება ყველაზე კარგი მაგალითია იმისა, თუ რამდენი ახალი გამომსახველობითი ფორმა შეიმუშავეს არტისტებმა. ეს გამომსახველობითი ფორმები კი, რაღაც მხრივ, ყოველთვის არის ძველის ახლებური ვარიაცია. სწორედ თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი მნიშნელოვანი შემადგენელი ნაწილია სტრიტ არტიც. მას გრძელი და კონტროვერსიული ისტორია აქვს, რადგან გამომდინარე მისი ბუნებიდან, მის ირგვლივ მუდამ იყო დისკუსიები იმის შესახებ, მსგავსი გამომხატველობითი ფორმა ხელოვნებას განეკუთვნებოდა თუ უბრალოდ ვანდალიზმის მორიგ გამოვლინებად უნდა ჩათვლილიყო.
Graffiti of Marcus Attilius in Pompeii
Roots In Rome
ისტორიული ფესვები რომში
In order to find the roots of street art we need to look thousands of years back, when primitive people still living in caves had a desire to paint their lives with primitive paintings on the walls. This is how simple scenes depicting hunting and daily life have remained on the ancient walls. The desire to paint on the walls continued for years. For example in Ancient Rome locals used walls as a type of old version of social media. They would scratch out different quotes, political slogans, and information about ongoing events and even leave messages for their favorite champions and gladiators. Thus slogans of protest and political or social commentary on the walls is the precursor to street art and continue to exist as one aspect of the genre.
სტრიტ არტის ჩანასახები ათასობით წლის წინ უნდა ვეძიოთ, როდესაც ჯერ კიდევ გამოქვაბულებში მცხოვრებ პირველყოფილ ადამიანებს უჩნდებოდათ სურვილი, რომ თავიანთი ცხოვრება პრიმიტიული ნახატებით აესახათ კედლებზე. ასე შემორჩა უძველეს კედლებს ამოტვიფრული თუ დახატული ნადირობისა და ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი მარტივი სცენები. კედლებზე ხატვის სურვილი ადამიანს არც წლების მერე განელებია. მაგალითად, ძველ რომში მოსახლეობისთვის კედელებს ერთგვარი სოციალური მედიის ფუნქცია ჰქონდა. ადგილობრივები ყოველდღიურად კაწრავდნენ კედლებზე სხვადასხვა ფრაზებს, პოლიტიკურ სლოგანებს, ინფორმაციას მიმდინარე მოვლენებზე და თავიანთ საყვარელ გლადიატორებსა და ჩემპიონებს შეტყობინებებსაც კი ამ გზით უტოვებდნენ. ამგვარად კედლებზე გრაფიტით გამოსახული სლოგანები, პროტესტი და სოციალური თუ პოლიტიკური კომენტარები თანამედროვე სტრიტ არტის წინამორბედია და ერთის მხრივ, ყველაფერი ეს ჯერ კიდევ განაგრძობს სტრიტ არტის ერთ-ერთ დამოუკდიებელ ჟანრად არსებობას.
Modern Legends
თანამედროვე ლეგენდა
According to the latest legend, the history of graffiti starts in 1942, when a worker named Kilroy wrote “Kilroy was here” on the boxes full of bombs made in Detroit. Later on, other soldiers who survived bombings in Europe started doing the same: they were writing their names on the walls. This continued in Philadelphia and very soon along with the written messages, first installations appeared in the streets. In the late 60s this trend started spreading from Philadelphia to New-York, where it was mostly appearing in poor neighborhoods. For locals back then graffiti was associated with vandalism and illegal activity. Eventually this tendency was overthrown and from the 70s the new era has begun. Street art themes are inexhaustible at any given time. Though often it was and continues to be focused on political and social protest.
უახლესი ლეგენდის თანახმად კი გრაფიტის ისტორია 1942 წელს იწყება, როცა მუშამ სახელად კილროიმ დეტროიტში დამზადებულ ბომბებით სავსე ყველა ყუთზე გააკეთა წარწერა „აქ იყო კილროი“. მოგვიანებით, ევროპაში დაბომბვას გადარჩენილმა ჯარისკაცებმაც დაიწყეს იგივეს გაკეთება; ისინი კედლებზე თავიანთ სახელებს წერდნენ. ამას გაგრძელება ფილადელფიაში მოჰყვა და ძალიან მალე წარწერებთან ერთად ქუჩებში პირველი ინსტალაციებიც გამოჩნდა. სამოციანი წლების ბოლოს ახალმა მიმდინარეობამ ფილადელფიიდან ნიუ-იორკშიც შეაღწია, სადაც გრაფიტი ძირითადად ღარიბთა უბნებში ჩნდებოდა. იმ დროისათვის ნიუ-იორკის მცხოვრებთა უმეტესობისთვის გრაფიტი ვანდალიზმთან და უკანანო ქმედებებთან ასოცირდებოდა. დროთა განმავლობაში ეს ტენდენცია შეიცვალა და სამოცდაათიანი წლებიდან სტრიტ არტისთვის ახალი ერა დაიწყო. დროის ნებისმიერ პერიოდში სტრიტ არტის თემები ამოუწურავია, თუმცა ყველაზე ხშირად ის ფოკუსირებული იყო და არის სოციალურ და პოლიტიკურ პროტესტზე.
Keith Haring, the most famous of 70s street artists, who was known as “the king of street art”, received a lot of attention not only for his unique style but also for the fact that his work was inseparable from his activism. He always had the specific message; he was putting those strong messages into each of his works of art. We can still come across his pieces of art in the streets of New-York to this day.
სამოცდაათიანი წლების ქუჩის მხატვრებს შორის ყველაზე ცნობილი და „სტრიტ არტის მეფედ“ წოდებული კით ჰარინგი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა არამხოლოდ თავისი გამოხატული სტილის გამო, არამედ იმიტომაც რომ მისი ნამუშევრები განუყოფელი იყო მისივე აქტივიზმისგან. მას მუდამ ჰქონდა კონკრეტული სათქმელი, იგი მწვავე სოციალურ და პოლიტიკურ მესიჯს დებდა თითოეულ თავის ნამუშევარში. ამ ნამუშევრებს ნიუ-იორკის ქუჩებში დღესაც წააწყდებით.
Keith Harring in NYC subway
A distinguished street artist of the same period - Jean-Michael Basquiat began his career by spray painting enigmatic inscriptions in the subways and thus made his unique art forever unforgettable.
ამავე პერიოდის გამორჩეული ქუჩის მხატვარია ჟან მიშელ ბასკიც, რომელმაც მეტროებში პულვერიზატორით ენიგმატური წარწერების დატოვება დაიწყო და ამით საკუთარი განუმეორებელი ხელწერაც სამუდამოდ დატოვა.
By the 80s the popularity of street art had reached its peak. By this time street artists and their creative work started to receive attention from critics. Some of them moved from streets to art galleries. They even found their way into the press - a prestigious magazine “Art Forum” devoted an extensive article to street art in 1981.
ოთხმოციანი წლებისთვის სტრიტ არტის პოპულარობამ პიკს მიაღწია. ამ დროისთვის ქუჩის მხატვრებმა და მათმა ნახატებმა ნელ-ნელა ხელოვნების კრიტიკოსების ყურადღებაც მიიქციეს და ზოგიერთმა მათგანმა ქუჩებიდან გალერეებშიც კი გადაინაცვალა. 1981 წელს იმ დროისათვის პრესტიჟულ ჟურნალ „არტ ფორუმში“ ამ მიმდინარეობას ვრცელი სტატიაც მიეძღვნა.
Soon after, the works of street artists and other famous painters were exhibited side by side. Later street art exhibitions were successfully held not only in New-York, but also in leading art galleries of Europe. This is how “vandalism” got popularized as one of the crucial forms of modern art.
ძალიან მალე ქუჩის მხატვრები და სხვა ცნობილ ხელოვანთა ნამუშევრები ერთად გამოიფინა. მოგვიანებით ქუჩის მხატვართა ნამუშევრების გამოფენები წარმატებით იმართებოდა არამხოლოდ ნიუ-იორკში, არამედ ევროპის წამყვან გალერეებშიც. სწორედ ასე დაიწყო სტრიტ არტის, როგორც თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ფორმის პოპულარობა.
Train Bombing, New York 1970s
Street art, as an urban movement that constantly strived to occupy the city space was not just a New-York thing. It gradually continued to spread throughout the world. Artists were constantly looking for places with a special history which kept some memories. In that case they were not only focused on the aesthetic aspect of their work but on the importance of the messages they left to society to engage them in a dialogue. The Berlin wall is the finest example of this because along with the memories and history, it also preserves numerous works of art by the unknown and known artists.
სტრიტ არტი, როგორც ურბანული ხელოვნება, რომელიც გამუდმებით ესწრაფვის დაიკავოს ქალაქის სივრცე, მხოლოდ ნიუ-იორკში არ დარჩენილა. მან ნელ-ნელა განაგრძო გავრცელება მთელს მსოფლიოში. სტრიტ არტი გამუდმებით ეძებდა ქალაქში ისეთ ადგილებს, რომლებიც განსაკუთრებული ისტორიის მატარებელი იყო და გარკვეულ მოგონებას ინახავდა. ასეთ შემთხვევაში ქუჩის მხატვრები არ იყვნენ კონცენტირებულნი მხოლოდ ესთეტიკურ მხარეზე, მათთვის მნიშვნელოვანი იყო თავიანთი მესიჯი საზოგადოებისთვის დაენახებინათ და ისინი დიალოგში ჩაერთოთ. ამის საუკეთესო მაგალითი ბერლინის კედელია, რომელიც მოგონებასთან ერთად, უცნობი თუ ნაცნობი მხატვრების მიერ დახატულ უამრავ ნახატსა და წარწერას ინახავს.
Nowadays, in street art along with graffiti many other types of it have been identified. Some artists started using stencils, while others continue spray painting to create murals. The area of street art has expanded even further and by now it covers the walls of many cities and towns of almost every continent. Nevertheless, street art is still banned in many countries, although in many cases the city government makes way for artists to paint on specific walls. Especially now that many great and prestigious street art festivals have established around the world. During those festivals street artists from different countries are gathering in one city and painting on the different locations. There are many festivals but the most famous ones are Bristol’s Upfest, NuArt in Norway, Montreal’s Mural, Arco Madrid and etc. In 2019 for the first time in Georgia international Mural Fest was held and a number of the walls were painted with murals in Tbilisi and later in Kutaisi as well.
დღესდღეობით, სტრიტ არტში გრაფიტის გარდა, მისი უამრავი სხვა სახეობაც გამოიკვეთა. ქუჩის მხატვრების ნაწილმა სტენსილის გამოყენება დაიწყო, ნაწილი კი პულვერიზატორებით ხატვას განაგრძობს მურალების შესაქმნელად. კიდევ უფრო გაფართოვდა სტრიტ არტის არეალიც და მან თითქმის ყველა კონტინენტის უამრავი დიდი თუ პატარა ქალაქი მოიცვა. მიუხედავად ამისა, ბევრ ქვეყანაში სტრიტ არტი მაინც აკრძალულია, თუმცა, ხშირ შემთხვევებში, ქალაქის მთავრობა კანონიერად უთმობს კედლებს ქუჩის მხატვრებს. მითუმეტეს ახლა, როცა მსოფლიოს მასშტაბით უამრავი დიდი და პრესტიჟული სტრიტ არტ ფესტივალი დაარსდა. ასეთი ფესტივალების ფარგლებში ერთ ქალაქში სხვადასხვა ქვეყნებიდან შეკრებილი ქუჩის მხატვრები ამ ქალაქის სხვადასხვა ლოკაციებზე ხატავენ. ფესტივალები უამრავია, თუმცა მათ შორის ყველაზე ცნობილებია ბრისტოლის აპფესტი, ნუარტი ნორვეგიაში, მონტრიალის მურალი, არკო მადრიდი და ა.შ. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს საქართველოში პირველად ჩატარდა საერთაშორისო მურალ ფესტი, რომლის ფარგლებშიც თბილისში და მოგვიანებით ქუთაისშიც არაერთი კედელი მურალებით მოიხატა.
Case Maclaim KIU Mural Fest, Kutaisi
By Kristine Surguladze
ავტორი: ქრისტინე სურგულაძე