At first glance, it may seem that some forms of street art are easily created, which is false. It is a conceptual, multi-layered art and lots of aspects need to be taken into account while making a single finished work. A painting made by a street artist must be memorable, catchy, comprehensible and at the same time it needs to contain a certain message and idea in order to be imprinted in a consciousness of an individual as soon as it is perceived. Perhaps this is the exact reason why eventually street art as an urban art-form began to expand, and street artists started to develop new forms to express not only themselves but their own ideas as well. As a result, nowadays we can sort out quite a few types of street art, which gained popularity not just in society but amongst critics as well.
ერთი შეხედვით მნახველს შესაძლოა მოეჩვენოს, რომ სტრიტ არტის ზოგიერთი ფორმა მარტივი შესაქმნელია, თუმცა ეს ასე არ არის. ეს კონცეპტუალური, მრავალშრიანი ხელოვნებაა, რომელსაც ერთი ნამუშევრის შექმნისას მრავალი რამის მხედველობაში მიღება და გათვალისწინება უწევს. ქუჩის მხატვრების მიერ შექმნილი ნახატი უნდა იყოს დასამახსოვრებელი, ერთბაშად აღსაქმელი და ამავდროულად უნდა ატარებდეს გარკვეულ იდეას და მესიჯს, რათა ადამიანთა ცნობიერში ნახვისთანავე აღიბეჭდოს. ალბათ სწორედ ამ მიზეზით, დროთა განმავლობაში სტრიტ არტმა, როგორც ურბანულმა ხელოვნებამ, გაფართოება დაიწყო და საკუთარი თავისა და სათქმელის გამოსახატად ქუჩის მხატვრებმა ახალ ახალი ფორმების შემუშავებას მიჰყვეს ხელი. შედეგად დღეისათვის სტრიტ არტის საკმაოდ ბევრი ქვეჟანრის გამოყოფა შეგვიძლია, რომელებიც განსხვავებული პოპულარობით სარგებლობს არამხოლოდ საზოგადოებაში, არამედ ხელოვნების კრიტიკოსებშიც.
Throw-Up, Jean-Michel Basquiat, Set of "Downtown 81", New York
The oldest and arguably simplest forms of street art is graffiti, which are further divided into several sub forms. The creators of graffiti have maintained anonymity and usually they hide behind fictional codes, symbols and pseudonyms. Graffiti is one of the most flexible means of expression which is why it has developed so many new branches. Among those branches we need to sort out the most popular trends: tags, whose creators paint their pseudonyms on the walls. This trend has been around since 1971 and it is mostly related to Julio 204 and Taki 183, who were the first ones to include their address number next to their pseudonyms. This was followed by Throw-Ups that are painted very quickly because back in the day artists had to be fast to finish their work and get away as soon as possible to avoid police confrontation. Still this one is more of a sophisticated form of graffiti than tags. Tags and Throw-Ups are used in so-called Bombing when street artists work together and try to paint the selected areas, walls or trains within a very short timeframe. The branches of graffiti also include stencil, stickers and posters which have become especially popular lately. Typically stencil graffiti uses stencil templates made of paper, cardboard or a thin metal with cutout paintings and designs on them. This form is very convenient because one template can be reused over and over to spray on different locations.
ამ ფორმებიდან ყველაზე ძველი და, შეიძლება ითქვას, ყველაზე მარტივიც გრაფიტია, რომელიც თავის მხრივ კიდევ იყოფა რამდენიმე ნაწილად. გრაფიტის ავტორები ოდითგანვე ინარჩუნებენ ანონიმურობას და, როგორც წესი, ისინი გამოგონილი კოდების, სიმბოლოებისა და ფსევდონიმების სახელების უკან იმალებიან. გრაფიტი ძლიერ მოქნილი გამომხატველობითი საშუალებაა და სწორედ ამის გამო მან უამრავი განშტოება იპოვნა. ამ განშტოებებს შორის ალბათ აუცილებლად უნდა გამოიყოს ყველაზე პოპულარული მიმართულებები: ტეგი, რომელიც კედელზე ავტორის ფსევდონიმის დახატვას გულისხმობს. ეს მიმართულება 1971 წლიდან გავრცელდა და იგი ყველაზე მეტად ჯულიო 204-ს და ტაკი 183-ს უკავშირდება, რომლებიც პირველები იყვნენ ვინც ფსევდონიმის გვერდით თავიანთი მისამართის ნომერიც მიაწერეს. ამას მოჰყვება ე.წ „Throw-Ups” , რომელიც აგრეთვე ძალიან მარტივად და სწრაფად დაიტანება კედელზე, ვინაიდან მხატვარს უნდა მოესწრო ნამუშევრის დასრულება და გაქცევა, სანამ სამართალდამცავი ფაქტზე დაიჭერდა. თუმცა Throw-Ups მაინც უფრო მეტად განვითარებული ფორმაა, ვიდრე ტეგი. ტეგებსა და Throw-Ups-ს იყენებენ ე.წ ბომბინგისას, როდესაც ქუჩის მხატვრები ერთად მუშაობენ და დროის ძალიან მცირე მონაკვეთში ცდილობენ მოხატონ შერჩეული ადგილები, კედლები ან მატარებლები. განშტოებებში შედის სტენსილი, სტიკერები და პოსტერებიც, რომლებიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორც წესი სტენსილი იყენებს შაბლონებს, რომელიც ქაღალდისგან, მუყაოსგან, ან თუნდაც თხელი მეტალისგანაა დამზადებული და მასზე ნახატი ან დიზაინია ამოჭრილი. შაბლონები პულველიზატორის დახმარებით სასურველ ადგილზე გადააქვთ და მათი გამოყენება საკმაოდ ეფექტურია.
Posters and Stickers(left), Stencil Banksy(center), Jan vormann’s street Lego art(right)
Murals are one of the most common types of street art alongside graffiti. According to the dictionary a mural is a fresco, a painting that is executed directly on the wall. Like classical graffiti, murals also have a certain history and roots from the past, as famous painters such as Leonardo da Vinci and Michelangelo were also creating murals. However, murals we see nowadays on huge walls in public places are considered to be one aspect of street art. The history of murals’ development is closely intertwined with the history of street art development that dates back to the second half of the 20th century. Just like graffiti, murals are also distinguished by different types, including abstract murals, painted murals and ceramic murals which can be described as mosaics.
გრატფიტის პარალელურად სტრიტ არტის ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ტიპს მურალი წარმოადგენს. ლექსიკონისეული განმარტებებით მურალი ფრესკაა, ნახატი, რომელიც პირდაპირ და აუცილებლად კედელზეა შესრულებული. ისევე როგორც კლასიკურ გრაფიტს, მურალსაც აქვს გარკვეული ისტორია და ფესვები, რომლებიც წარსულში უნდა ვეძიოთ, რადგან ისეთი ცნობილი მხატვრები, როგორებიც ლეონარდო და ვინჩი და მიქელანჯელო იყვნენ, სწორედ მურალებს ქმნიდნენ. თუმცა ის მურალები, რომელთაც დღესდღეობით საჯარო სივრცეში არსებულ უზარმაზარ კედლებზე ვხვდებით, სტრიტ არტის ერთ-ერთ ასპექტად მიიჩნევა. მათი მსგავსად განვითარების ისტორია კი მჭიდროდაა გადაჯაჭვული თავად სტრიტ არტის, როგორც ურბანული ხელოვნების განვითარების ისტორიასთან, რომელიც სწორედ მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება. ისევე როგორ გრაფიტში, მურალებშიც გამოიყოფა სხვადასხვა ტიპები, მათ შორის აბსტრაქტული მურალები, მოხატული მურალები და კერამიკული მურალები, რომლებიც ერთგვარი მოზაიკაა.
Today among the most common and popular forms of street art is 3D graffiti. Street artists practice very hard for improving their skills to create 3D graffiti. Usually 3D graffiti is hyper realistic thus it gives off an illusion that painted objects are popping from the walls. Another type of street art is sideway chalk art - 3D paintings on pavements and roads. This type of street art looks entertaining but it can also be terrifying. As the name implies, this form of street art is created with chalk.
დღესდღეობით სტრიტ არტის გავრცელებულ და ცნობილ ფორმას წარმოადგენს სამგანზომილებიანი კედლის გრაფიტიც, რომლის შექმნისათვის საჭირო უნარების დასახვეწად მხატვრები ძალიან ბევრს შრომობენ. კედლის სამგანზომილებიანი გრაფიტი, როგორც წესი, წარმოადგენს ერთგვარ ჰიპერრეალისტურ ილუზიას და ქმნის განცას, რომ თითქოს ნახატი კედლიდან გადმოდის. სტრიტ არტის ქვეჟანრთა რიცხვს მიეკუთვნება ტროტუარის არტი, რაც ცარცით სამგანზომილებიანი ნახატების შექმნას გულისხმობს ტროტუარებსა და გზებზე. მსგავსი ნახატები ხშირად სახალისოდ ან შეიძლება შემაძრწუნებლადაც კი გამოიყურებიან. ასეთი ნახატების შესაქმენლად მხატვრები ცარცს იყენებენ.
Yarn Bombing(left), Face sculpture by Gregos(center), Carved Portrait by Vhils(right)
It is noteworthy that this growing and ever-changing urban art medium does not only include paintings. Street art also includes street installations and sculptures, Moss art which is a relatively new trend that makes decorations using moss and plants, even flash mob and yarn bombing. Yarn bombing is a brand new type of street art which appeared in 2002 and it is created by covering the body of a tree with different colored yarns. It is absolutely safe for the trees.
აღსანიშნავია, რომ ეს მზარდი და მუდმივად ცვალებადი ურბანული ხელოვნება თავის თავში მხოლოდ ნახატებს არ მოიცავს. სტრიტ არტს მიეკუთვნება ქუჩაში დადგმული ინსტალაციები და სკულპტურები, ახლად გაჩენილი ხავსითა და მცენარეებით შექმნილი დეკორაციები, ფლეშმობიც კი და ხეების ტანის ნართით დაფარვაც, რომელიც სულ ახლახანს, 2002 წელს გამოჩნდა პირველად და უნდა ითქვას, რომ ხეებისათვის აბსოლუტურად უსაფრთხოა.
It is quite interesting that based on the experience street art will inevitably find new ways to expand over time to create even more authentic and diverse artifacts in the streets, for it’s been a while that modern art is free and no longer bound to be exhibited in galleries.
საინტერესოა, რომ გამოცდილებაზე დაყრდნობით სტრიტ არტი დროთა განმავლობაში აუცილებლად იპოვის ახალ გზებს, კიდევ უფრო მეტად ავთენტური და მრავალფეროვანი ხელოვნების ნიმუშების შესაქმნელად. თუნდაც ქუჩებში, რადგან დიდი ხანია თანამედროვე ხელოვნება თავისუფალია და მხოლოდ გალერიებს აღარ ეკუთვნის.
Mural, Innerfields, Tbilisi 2020
By Kristine Surguladze
ავტორი: ქრისტინე სურგულაძე